სათაფლიის აღკვეთილის მთელი ტერიტორია შეიწამლა.

სათაფლიის აღკვეთილის მთელი ტერიტორია შეიწამლა. კოლხური ტყე ბიოლოგიური პრეპარატი ლეპიდინით დამუშავდა. შეწამლვა ბზის ალურასთან ბრძოლის წინააღმდეგ განხორციელდა, რომლის მატლებიც დაახლოებით 2 კვირის წინ გამოჩნდა ტერიტორიაზე და დიდი ზიანი მიაყენა წითელ ნუსხაში შეყვანილ კოლხურ ბზას. ახალი თაობის მატლების გამოჩენის შემდეგ დაცული ტერიტორიების სააგენტო ტყის ხელმეორედ შეწამლვასაც გეგმავს. აღსანიშნავია, რომ წელს კოლხური ბზის დამუშავება 2-ჯერ მოხდა კოლხეთის, მტირალას და მაჭახელას ეროვნულ პარკებსა და კინტრიშის დაცულ ტერიტორიებზე. დამუშავების მე-3 ეტაპი კი უახლოეს მომავალში იგეგმება.