შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან
შეხვედრა ბაღდათის მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებთან
2013 წლის 27 დეკემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით პარლამენტის გარემოს და ბუნებრივი რესურსების დაცვის კომიტეტში, ბაღდათი-
სა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტის წარმომადგენ-
ლებთან შეხვედრა გაიმართა. შეხვედრის მიზანს აღნიშნული მუნიციპალიტეტების სოფლების მოსახ-
ლეობაში არსებული პრობლემატური საკითხების განხილვა წარმოადგენდა. მას, პარლამეტის გარემოსდაცვითი კომიტეტის თავმჯდომარის გიორგი ცაგარეიშვილის პარალელურად, დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე რატი ჯაფარიძე, ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი პაატა კიკნაველიძე, გამგებელი მევლუდ კიკნაველიძე, სოფელ დიმის რწმუნებული გურამ გორგოძე და აჯამეთის აღკვეთილის დირექტორი გოჩა ღიბრაძე დაესწრნენ.
ზამთრის დადგომასთან ერთად ბაღდათისა და ზესტაფონის სოფლებში მაცხოვრებელი ოჯახების შეშით მომარაგების პრობლემა წამოიჭრა. მოსახლეობის ის ნაწილი, რომელიც გარკვეული მიზეზების გამო ამ დრომდე შეშის გარეშე რჩება, მოითხოვს საშეშე მერქნის აჯამეთის აღკვეთილიდან ამოღებას. აღსანიშნავია, რომ აჯამეთის ტყის უნიკალურობა პირვანდელი სახით შემორჩენილი იმერული მუხისა და ძელქვის ძველი კორომებით არის განპირობებული. შესაბამისად, ამ ტერიტორიიდან სამერქნე რესურსების გამოტანა გამოიწვევს ტყის გამეჩხერებას, რასაც ბოლო წლების მანძილზე საკმაოდ ტენდენციური ხასიათი ჰქონდა. ამჟამად, ტყის რესურსის სიმცირის გამო საშეშე მერქნის აღკვეთილიდან ამოღება აკრძალულია.
აღნიშნულ ეტაპზე, სააგენტოს მხრიდან აჯამეთის აღკვეთილის მენეჯმენტის გეგმის შემუშავება მიმდინარეობს, რომლის დასრულება 2015 წლისთვის არის დაგეგმილი. შედეგად, სხვა მნიშვნელოვანი საკითხების პარალელურად გეგმაში აღკვეთილში სამერქნე რესურსებით მდგრადი სარგებლობის პირობებიც იქნება გაწერილი.
მეორე აქტუალური პრობლემა, რომელზედაც შეხვედრის მონაწილეებმა იმსჯელეს, რეგიონში მსხვილფეხა რქოსან საქონელზე მგლების თავდასხმის მომრავლებული ფაქტები იყო. მოსახლეობის მოთხოვნით, ბაღდათის მუნიციპალიტეტის გამგეობამ გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს მგლის რამდენიმე ინდივიდის ამოღების მოთხოვნით მიმართა. მოთხოვნა ასევე ეხებოდა აჯამეთის აღკვეთილის ტერიტორიასაც, რომლის ირგვლივ დასახლებული პუნქტებია გაშენებული. მოსახლეობის ინტერესების დაცვის მიზნით, მათი მოთხოვნა დაკმაყოფილდა ბაღდათისა და ზესტაფონის მუნიციპალიტეტების ტერიტორიების მასშტაბით, გარდა თვით აჯამეთისა აღკვეთილისა, რომლიც დროებითი რეგულირების წესით იმართება და აღნიშნული ქმედების განხორციელება მის ტერიტორიაზე კანონით დაუშვებელია.