შეხვედრა დაცული ტერიტორიების სააგენტოში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე ეკატერინე გრიგალავა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარესთან, დავით მარკოზაშვილთან და თავმჯდომარის მოადგილესთან, გიორგი ჩხეიძესთან ერთად გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KfW) თბილისის ოფისის მთავარ კოორიდანტორს, ლევან ციცქიშვილს, გარემოს დაცვის და ენერგეტიკის სექტორის გუნდის ხელმძღვანელს, თომას აიზენბახს და გარემოს დაცვის სექტორის პროექტის მენეჯერს, ანდრეას ვაიცელს შეხვდა.

შეხვედრაზე, გერმანიის თანამშრომლობით განხორციელებული პროექტები და სამომავლო თანამშრომლობის გეგმები განიხილეს. გარემოს დაცვის სექტორის მენეჯერმა ანდრეას ვაიცელმა საქართველოში 7-წლიანი მუშაობა დაასრულა. სააგენტოს წარმომადგენლებმა მას ნაყოფიერი მუშაობისთვის მადლობა გადაუხადეს და საქართველოს დაცული ტერიტორიების განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის სერტიფიკატი და რეინჯერის სახელობითი ფორმა გადასცეს.