შეხვედრა ესტონეთის ელჩთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, მოადგილე გიორგი ჩხეიძესთან ერთად თბილისის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ესტონეთის ელჩს საქართველოში, კაი კაარლესონს უმასპინძლა.
ესტონეთის ელჩმა პირადად მოინახულა ის ადგილები, სადაც დაცული ტერიტორიების ინიციატივით და ესტონეთის საელჩოს მხარდაჭერით, მცირე ეკო-ტურისტული ინფრასტრუქტურა მოეწყობა. თბილისის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, კერძოდ საბადურის ტყეში მოეწყობა 3 საპიკნიკე და საცეცხლე ადგილი. კეთილმოწეყობა წყარო და ვიზიტორებისთვის განთავსდება შესაბამისი საინფორმაციო დაფები.