შეხვედრა ლიტვის დელგაციასთან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა ლიტვის დელეგაციასთან შეხვედრა გამართეს. შეხვედრის მიზანს გამოცდილების გაზიარება წარმოადგენდა.
შეხვედრაზე დაცული ტერიტორიების მართვის შესახებ პრეზენტაცია ჩატარდა. ლიტვის დელეგაციის წარმომადგენლებმა სხვადასხვა საკითხები განიხილეს. საუბარი შეეხო სატყეო სისტემის მართვას, მენეჯმენტს,სამეცნიერო კვლევისა და დაფინანსების თემებს. პრეზენტაცია ჩატარდა ლიტვის სატყეო სექტორის თაობაზეც.
შეხვედრაზე სამომავლო თანამშრომლობის გეგმები დაისახა.