შეხვედრა მაჭახელას ხეობის მოსახლეობასთან

შეხვედრა მაჭახელას ხეობის მოსახლეობასთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოს  თავმჯდომარის მოადგილე ბაკურ კვარაცხელია და დაგეგმვის და განვითარების სამსახურის უფროსი თომა დეკანოიძე, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად მაჭახელას ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრებ მაჭახელას ხეობის მოსახლეობას შეხვდნენ. შეხვედრები გაიმართა სოფლებში ქედქედში და ზემო ჩხუტუნეთში და მას სხვა სოფლების წარმომადგენლებიც ესწრებოდნენ.

შეხვედრები სააგენტოს ინიციატივით ჩატარდა, მის მიზანს ადგილობრივებისთვის ეროვნული პარკის შესახებ ინფორმაციის მიწოდება, მიმდინარე საკითხების განხილვა და მოსახლეობის კითხვებზე პასუხების გაცემა წარმოადგენდა.

                                        

მნიშვნელოვანია, რომ ეროვნული პარკის მართვის საქმეში ადგილობრივები აქტიურად იყვნენ ჩართული და მოხდეს მათი აზრის გათვალისწინება, რაც დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ იქნება უზრუნველყოფილი.

ამასთან, პროექტის “აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მართვის დახვეწა” ფარგლებში განხორციელდება სოციალურ-ეკონომიკური პროექტები, რომლებშიც მონაწილეობას ადგილობრივი თემის წარმომადგენლები მიიღებენ და რომლებიც მათი მოთხოვნების მიხედვით იქნება შედგენილი.

ხეობის მოსახლეობა საინფორმაციო ვიზიტს დადებითად შეხვდა და მსგავსი შეხვედრების ხშირი ჩატარება მოითხოვა, რათა ყველა კითხვაზე იქნეს პასუხი გაცემული. ადგილობრივების უკეთ ინფორმირებისა და პროცესში მათი ჩართულობის მიზნით სააგენტო  არაერთი საინფორმაციო ღონისძიების გამართვას გეგმავს.