შეხვედრა ტურისტულ სააგენტოებთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე დავით მარკოზაშვილი, სააგენტოს თანამშრომლებთან ერთად, ტურისტული სააგენტოების ხელმძღვანელებს და წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრის მიზანი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ახალი თავმჯდომარის გაცნობა და დაცულ ტერიტორიებზე ეკოტურიზმის განვითარების ხელშეწყობა და დაინტერესებულ მხარეებთან თანამშრომლობის გაძლიერება იყო. შეხვედრაზე განიხილეს დაცულ ტერიტორიებზე არსებული ეკოტურისტული სერვისები და ინფორმაცია ადგილზე არსებული მდგომარეობის, დაცულ ტერიტორიაზე მიმდინარე და დაგეგმილი ინფრასტრუქტურული და ტურისტული პროექტების შესახებ.

დაცული ტერიტორიების სააგენტო ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებისთვის ინფო-ტურების მოწყობასაც გეგმავს. შეხვედრა დიალოგის რეჟიმში წარიმართა.