შეხვედრა ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლებთან

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ორგანიზებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ტურისტული სააგენტოების წარმომადგენლების შეხვედრა გაიმართა.
შეხვედრის მიზანს ტურ-ოპერატორებისთვის იმ რეგიონებში არსებული დაცული ტერიტორიების სერვისებისა და ინფრასტრუქტურის გაცნობა წარმოადგენდა, სადაც პროექტ „CheckinGeorgia”-ს ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები გაიმართება.
დაცულ ტერიტორიების სააგენტო ტურისტულ სეზონს განახლებული ინფრასტუქტურითა და ახალი სერვისებით ხვდება. სააგენტო ვიზიტორებს სალაშქრო, სანაოსნო და საცხენოსნო ტურებს სთავაზობს. ტურისტები სხვადასხვა დაცულ ტერიტორიებზე საფარი-ტურის და ზიპ-ლაინის სერვისებით სარგებლობასაც შეძლებენ.
შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი და ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი, გიორგი ჩოგოვაძე ესწრებოდნენ.