შეხვედრა უცხოელ მეცნიერებთან

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი კოლხეთის ეროვნულ პარკში მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის მეცნიერებს შეხვდა. შეხვედრის მიზანს კოლხეთის რელიქტურ ტყეში არსებული მდგომარეობის შესწავლა წარმოადგენდა. მეცნიერები საქართველოში ბათუმის შოთა რუსთაველის და ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტების მოწვევით იმყოფებიან. ამჟამად, მიმდინარეობს კვლევა-დათვალიერების ეტაპი. პროექტის დასრულების შემდეგ, ჩატარებული კვლევის შედეგები და სამოქმედო გეგმა გადაეცემა დაცული ტერიტორიების სააგენტოს.