შიდა აუდიტის ანგარიში

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროში სისტემაში შემავალი ორგანიზაციების ხელმძღვანელებთან შიდა აუდიტის დეპარტამენტის ორგანიზებით, გამართულ სამუშაო შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილი და თავმჯდომარის მოადგილე ვახტანგ ტუკვაძე დაესწრნენ. შეხვედრაზე განიხილეს გარე აუდიტის მიერ იმ გამოვლენილ ნაკლოვანებებზე გაცემული რეკომენდაციების შესრულების მდგომარეობა, რომელიც არსებითია და შესაძლებელია გავლენა მოახდინოს ორგანიზაციის განვითარებასა და მიზნების მიღწევაზე. შიდა აუდიტის დეპარტამენტმა წარმოადგინა 2015-2016 წლებში განხორცილებული შიდა აუდიტის ფარგლებში მიღებული მნიშვნელოვანი მიგნებები, განხილულ იქნა ცალკეული რეკომენდაციების შესრულებისას წამოჭრილი პრობლემები და დაისახა ერთიანი მიდგომის ფარგლებში, უკეთესი პრაქტიკის დანერგვის მიმართულებები და პრობლემების გადაჭრის გზები.