შვედეთის მთავრობის დაფინანსებით მიმდინარე პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება -საქართველო" ფარგლებში, სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შეხვედრაზე, დაცული ტერიტორიების სააგენტოს წარმომადგენლებმა, შვედეთის საერთაშორისო განვითარებისა და თანამშრომლობის სააგენტოს გარემოსდაცვითი პროგრამების ხელმძღვანელმა და პროექტის „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო“ განმახორციელებელი ჯგუფის წევრებმა პროექტის კონცეფციაზე, საწყის ფაზაში განხორციელებულ აქტივობებსა და სამომავლო გეგმებზე იმსჯელეს.

მიმდინარე ეტაპზე, პროექტის განმახორციელებელი ჯგუფის მიერ იდენტიფიცირებულია საჭიროებები და მომზადებულია ტექნიკური დავალება. 

შვედეთის მთავრობის მხარდაჭერით მიმდინარე პროექტი „გადავარჩინოთ ბუნება-საქართველო" მოიცავს შემდეგ მიმართულებებს:

  • მენეჯმენტის გეგმის შემუშავება 4 დაცული ტერიტორიისთვის;
  •  მენეჯმენტის გეგმის განახლება 2 დაცული ტერიტორიისთვის;
  • სამოქმედო გეგმის მომზადება 17 დაცული ტერიტორიისთვის;
  • წყლის მენეჯმენტის გეგმის მომზადება 2 დაცული ტერიტორიისთვის;

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოსთვის დაცული ტერიტორიების მდგრადი მართვა და მართვის სისტემების გაუმჯობესება ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობები ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიაზე არსებული რესურსების სწორად მართვას, მათ შორის, ბუნებრივი რესურსების გამოყენების თანამედროვე მეთოდების დანერგვას. პროექტის ბიუჯეტი 785 000 ევროს შეადგენს.


მიმაგრებული ფაილები