სოციალური პროექტების შედგენა

დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და მარტვილის მუნიციპალიტეტთან თანამშრომლობით, სამუშაო ჯგუფმა, „მარტვილმა“, ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნოს (TJS) მხარდაჭერით, მარტვილის მუნიციპალიტეტის სოფელ გაჭედილში თემის სოფლებს შორის ჩაატარა კონკურსი თემაზე: „სოციალური პროექტების შედგენა“.

კონკურსში გამარჯვებულებმა წარმოადგინეს გარემოსთან თავსებადი, მარტივად განხორციელებადი და პრაქტიკაში გამოყენებადი პროექტები: „ღია პავილიონი“ (სოფელი ინჩხური), „საზოგადოებრივი საპირფარეშო“ (სოფელი ბალდა) და „ბაღის კეთილმოწყობა“ (სოფელი გაჭედილი). პირველ ადგილზე გასულს პროექტის განსახორციელებლად გადაეცა 7 ათასი ლარის ოდენობის ფულადი ჯილდო, მეორე და მესამე ადგილებზე გასულებს, შესაბამისად - 6 და 4 ათასი ლარი.

პროექტის მიზანია მარტვილისა და ოკაცეს ბუნების ძეგლების მიმდებარე სოფლების მოსახლეობის სოციალურ-ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობა, რომელიც ხორციელდება თანამონაწილეობის პრინციპებზე დაყრდნობით და მოსახლეობის სრული ჩართულობით. პროექტის ბიუჯეტია 15 ათასი ევრო. პროექტის ფარგლებში ინჩხურის, გაჭედილისა და ბალდის მოსახლეობისათვის მომავალში გაიმართება კიდევ ერთი საპილოტე კონკურსი: „შემოსავლების მომტანი იდეები“.

პროექტის ფინანსურ მხარდაჭერას ახორციელებენ ტრანსსასაზღვრო გაერთიანებული სამდივნო (TJS), გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტრო (BMZ) და გერმანიის განვითარების ბანკი. (KFW).