სპორტული თევზაობის ტურნირი მტირალას ეროვნულ პარკში
დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე, ლაშა მოისწრაფიშვილი მტირალას ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც სპორტული თევზაობის ტურნირს დაესწრო.
ტურნირის გამარჯვებული ლაშა მატუა გახდა, რომელსაც სიმბოლური საჩუქრები გადაეცა. ტურნირი საქართველოში პირველად, „დაიჭირე და გაუშვის“ პრინციპის სრული დაცვით, მდინარე ჩაქვისწყალზე ჩატარდა. ტურნირის მიზანი, საქართველოში სპორტული თევზაობის დანერგვა და ახალი ტურისტული სერვისის წარგდენა იყო.
ტურნირი საქართველოს გაშოლტვით მეთევზეთა კლუბის ორგანიზებით, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს მხარდაჭერით ჩატარდა.
ტურნირს, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილე, ბესო აბაშიძე დაესწრო.