თბილისის ეროვნულ პარკში ახალი მარკირებული ბილიკი გაიხსნა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა შვეიცარიის ელჩთან საქართველოში ლუკას ბეგლინგერთან ერთად თბილისის ეროვნულ პარკში ახალი მარკირებული ბილიკი გახსნა. ეს თბილისის ეროვნულ პარკში, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოწყობილი პირველი მარკირებული სალაშქრო ბილიკია, რომელიც ერთმანეთს მამკოდასა და საგურამოს აკავშირებს.

ბილიკის გასწვრივ ვიზიტორებისთვის საკარვე ადგილებიც მოეწყო. მარკირებული ბილიკი სოფელი მამკოდიდან იწყება, გაივლის ვეჯინის ხეობას, დიდველს და სოფელ საგურამოში სრულდება. მისი გავლა ერთ დღეშია შესაძლებელი. ბილიკის მოწყობისთვის 35 000 ლარი დაიხარჯა. 

სამუშაოები არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომმა“ შვეიცარიის მისიის ფინანსური მხარდაჭერით განახორციელა.