თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა
2014 წლის 23 მაისს, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და სსიპ პროფესიულ კოლეჯ ,,მერმისის“ ორგანიზებით თბილისის ეროვნულ პარკში დასუფთავების აქცია გაიმართა.
კოლეჯის სტუდენტებმა თბილისის ეროვნული პარკის დირექტორთან და რეინჯერებთან ერთად პარკის ტერიტორია პოლიეთილენის ბოთლების, პარკებისა და სხვა საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან გაწმინდეს.
თბილისის ეროვნული პარკი პირველი ეროვნული პარკია საქართველოში, რომელიც შეიქმნა 1973 წელს. მდებარეობს კავკასიონის მთავარი ქედის სამხრეთ კალთების საგურამო-იალნოს ქედებსა და მათ განშტოებათა ფერდებზე. შედგება საგურამოს, გლდანის, მარტყოფის, ღულელებისა და გარდაბნის უბნებისაგან. თბილისის ეროვნული პარკი თბილისთან ყველაზე ახლოს მდებარე დაცული ტერიტორიაა.