თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმა

წინამდებარე მენეჯმენტის გეგმა შემუშავდა თბილისის ეროვნული პარკისათვის „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ კანონის მოთხოვნების შესაბამისად, რომელთა თანახმადაც მენეჯმენტის გეგმა სავალდებულოა ყველა დაცული ტერიტორიისათვის. მენეჯმენტის გეგმის მიზანს წარმოადგენს დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და ამ მიზნების მისაღწევად აუცილებელი კონკრეტული ღონისძიებების განსაზღვრა, რომლებიც უნდა განახორციელოს შესაბამისი დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციამ მოცემული მენეჯმენტის გეგმის მოქმედების ვადაში.