„თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ განახლება-შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

„თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის“ განახლება-შემუშავებასთან დაკავშირებული სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.


დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის შემუშავების მიზანია დაცული ტერიტორიებისათვის გრძელვადიანი მიზნებისა და მართვის შესაბამისი მიდგომების განსაზღვრა. მენეჯმენტის გეგმის შემუშავებაში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაინტერესებული მხარეების აქტიური ჩართულობა, რომლებიც ადგილობრივ მუნიციპალიტეტებს, არასამთავრობო ორგანიზაციებსა თუ დაცული ტერიტორიის მიმდებარედ მცხოვრებ მოსახლეობას წარმოადგენენ.


შეხვედრაზე საუბარი შეეხო გრძელვადიან მიზნებს, რომლებიც გათვალისწინებული უნდა იყოს მენეჯმენტის გეგმაში და რომლის შესრულებაც ხელს შეუწყობს დაცული ტერიტორიის მდგრად მართვას, მათ შორისაა: დაცული ტერიტორიების დაცვა-პატრულირება, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ბუნებრივი რესურსების მდგრადი მართვა, ეკოტურიზმის განვითარება, ხანძრების, მავნებელ დაავადებათა მართვა, გარემოსდაცვითი განათლება და საზოგადოებასთან ურთიერთობა, ადმინისტრაციის თანამშრომელთა ცოდნისა და უნარების გაძლიერება.


თბილისის ეროვნული პარკის მენეჯმენტის გეგმის შემუშავებას მხარს უჭერენ გაეროს განვითარების პროგრამა (UNDP) და შვედეთი, მმართველობის რეფორმის ფონდის(GRF) პროექტის ფარგლებში .

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com