ტრენინგი ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში

ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის წარმომადგენლებმა ალგეთის, ყაზბეგის, კინტრიშისა და ფშავ-ხევსურეთის ადმინისტრაციების თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარეს.

ტრენინგის მიზანი პრაქტიკული საქმიანობის გამოცდილების გაზიარება იყო. ტრენინგის მონაწილეებმა პრეზენტაციები მოისმინეს და პრაქტიკული გამოცდილება მიიღეს. ტრენინგის ძირითადი თემები მარშრუტზე პატრულირება და ბიომრავალფერონების მონიტორინგი იყო. 

ტრენინგები "კავკასიაში დაცული ტერიტორიების ხელშეწყობის პროგრამის - საქართველო (ეკორეგიონული კონსერვაციის პროგრამა, ფაზა III) ფარგლებში ჩატარდა და მასში მონაწილეობა ადმინისტრაციების რეინჯერებმა და ბუნებრივი რესურსების სპეციალისტებმა მიიღეს. დღეს ტრენინგის პირველი ეტაპი დასრულდა. მეორე ეტაპი 18 მაისს დაიწყება, სადაც ტრენინგები ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტებს ჩაუტარდებათ.