ტრენინგი დაცული ტერიტორიების რეინჯერებისათვის

მაჭახელას, მტირალას, ქობულეთის და კოლხეთის დაცული ტერიტორიების რეინჯერებმა ტრენინგის, “საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე სამართალდარღვევის გამოვლენა და შემდგომი რეაგირების“ მეორე ეტაპი გაიარეს.
ოთხდღიანი კურსი რეინჯერებისათვის თეორიული ინფორმაციის მიწოდებას, საველე გასვლასა და იმიტირებულ სასამართლო პროცესს მოიცავდა.
ტრენინგები გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის ორგანიზებით, გაეროს განვითარების პროგრამის(UNDP) მხარდაჭერითა და გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) დაფინანსებული პროექტის - ,,აჭარის დაცული ტერიტორიების გაფართოება და მათი მართვის დახვეწა“ ფარგლებში განხორციელდა.