ტრენინგი დაცული ტერიტორიების სააგენტოში
დაცული ტერიტორიების სააგენტოში ფშავ-ხევსურეთის ეროვნული პარკის ადმინისტრაციის ახალ თანამშრომლებს კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით ტრენინგები ჩაუტარდათ.
თანამშრომლებმა ინფორმაცია მიიღეს დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებაზე, კატეგორიებზე, ზონირებაზე, ეკოტურისტულ სერვისებზე, დაცულ ტერიტორიებზე აკრძალული და დაშვებული საქმიანობების შესახებ.
