ტური ბავშვებისთვის პრომეთეს მღვიმეში
ტური ბავშვებისთვის პრომეთეს მღვიმეში
სამტრედიის 3 სხვადასხვა საჯარო სკოლის წარჩინებული მოსწავლეები დღეს პრომეთეს მღვიმეს ესტუმრნენ. მათ საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარემ რატი ჯაფარიძემ უმასპინძლა და პრომეთეს მღვიმე დაათვალიერებინა. ახალგაზრდებს დაცული ტერიტორიების შესახებ ლექციაც ჩაუტარდათ, რომლის დაცვასა და შენარჩუნებაზე სააგენტოს თავმჯდომარემ განსაკუთრებული ყურადღება გაამახვილა.
ტურის მიზანს მოსწავლეების ეკო-საგანმანათლებლო ცნობადობის გაზრდა, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაცია და გარემოს დაცვის სფეროში არსებული გამოწვევების შესახებ ინფორმაციის გაცნობა წარმოადგენდა.
გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტო მსგავს ღონისძიებებს მომავალშიც გააგრძელებს.