თუშეთის დაცული ტერიტორიების ტყით მოწყობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოში პროექტის „თუშეთის დაცული ტერიტორიების ტყით მოწყობის“ ფარგლებში, ჩეხეთის რესპუბლიკის, ქ. ბრნოს სატყეო უნივერსიტეტის მეცნიერებსა და სააგენტოს წარმომადგენლებს შორის სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პროექტის ორგანიზატორებმა და მონაწილეებმა თუშეთის დაცულ ლანდშაფტზე და ეროვნული პარკის ტერიტორიაზე საპილოტედ შერჩეულ 800 ჰა ფართობზე ტყის ინვენტარიზაციის შედეგების დემონსტრირება მოახდინეს. ასევე ჩატარდა პრეზენტაცია განხორციელებული სამუშაოების შესახებ, სადაც ნაჩვენები იქნა ტყის კვარტლებისა და ლიტერების მიხედვით შექმნილი რუკები. პროექტის მონაწილეებმა დაცული ტერიტორიების სააგენტოს ტყის აღრიცხვის ინვენტარი: ორთითები, სიმაღლმზომები და პრესლერის ბურღები გადასცეს.

პროექტის ფარგლებში, სამომავლოდ დაგეგმილია ტრენინგების ჩატარება საქართველოსა და ჩეხეთში.

შეხვედრას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილიც დაესწრო.