ტყის კვირეული

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ლაშა მოისწრაფიშვილმა ტყის კვირეულის ფარგლებში გამართულ გამწვანების აქციაში მიიღო მონაწილეობა.

გამწვანების აქცია თბილისის ეროვნულ პარკში გაიმართა. 60 ქართული მუხის ნერგი სტარტაპ TreePex-თან ერთად მედიის წარმომადგენლებმა დარგეს.

ტყის კვირეული ბუნების დაცვის მსოფლიო ფონდის (WWF -კავკასიის) ორგანიზებით იმართება.