ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობის ფარგლებში, სააგენტოსა და აკაკი წერეთლის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა.

მემორანდუმს ხელი სააგენტოს თავმჯდომარემ, დავით მარკოზაშვილმა და უნივერსიტეტის რექტორმა, გიორგი ღავთაძემ მოაწერეს. მემორანდუმის მიზანია სტუდენტების ჩართვა ეკოსაგანმანათლებლო საქმიანობებსა და სამეცნიერო კვლევების განხორციელებაში.

სტუდენტებს საშუალება ექნებათ მონაწილეობა მიიღონ დაცულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოხალისეობრივ პროგრამაში, რომლის ფარგლებში ახალგაზრდები შეძლებენ საკუთარი წვლილი შეიტანონ დაცული ტერიტორიების მოვლასა და განვითარებაში, ასევე საშუალება ექნებათ დაცულ ტერიტორიებზე მოაწყონ ეკოტურები და ეკობანაკები.