ვაშლოვანის ეროვნულ პარკში საგამოფენო სივრცის განახლება და თანამედროვე მუზეუმის მოწყობა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თომა დეკანოიძე კავკასიის ბუნების ფონდის აღმასრულებელ დირექტორთან, ჯეფ ჯიაკომინთან და ეროვნული მუზეუმის დირექტორთან, დავით ლორთქიფანიძესთან ერთად ვაშლოვანის ეროვნულ პარკში იმყოფებოდა, სადაც ვიზიტორთა ცენტრში არსებული საგამოფენო სივრცე დაათვალიერა.
კავკასიის ბუნების ფონდის მხარდაჭერით, საგამოფენო სივრცის განახლება და თანამედროვე მუზეუმის მოწყობა იგეგმება. მხარეებმა საგამოფენო სივრცის მოწყობის კონცეფციაზე იმსჯელეს.
პროექტს საქართველოს ეროვნული მუზეუმი განახორციელებს.