ველო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე

ველო ტური ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე
კვირას, 24 ნოემბერს, დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და ველომოყვარულთა საინიციატივო ჯგუფის ეგიდით ვაშლოვანის დაცულ ტერიტორიებზე ველო-ტური მოეწყო. ღონისძიება ვაშლოვანის ეროვნული პარკის პოპულარიზაციასა და პარალელურად, საზოგადოებაში ცხოვრების ჯანსაღი წესის დანერგვას ემსახურებოდა.
აღნიშნულ ტურში 30-მდე მოყვარულმა ველოსიპედისტმა მიიღო მონაწილეობა. ტურის განმავლობაში მათ შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ ვაშლოვანის ეროვნული პარკის ლანდშაფტის თავისებურებებს და ასევე, შეეფასებინათ იქ არსებული ველო ბილიკების მდგომარეობა. მონაწილეებმა ერთხმად აღნიშნეს, რომ ვაშლოვანის დაცული ტერიტორიები ველო ტურიზმის განვითარების კუთხით ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია საქართველოში. მათ მიერ განვლილმა დისტანციამ საერთო ჯამში 45 კმ შეადგინა.
დაცული ტერიტორიების სააგენტო მომავალშიც აპირებს ამ მიმართულებით მუშაობის გაგრძელებას. დაგეგმილია ველო ბილიკების მარკირება და საპიკნიკე და მოსასვენებლი ადგილების მოწყობა. აღსანიშნავია, რომ ცოტა ხნის წინ დასრულდა პარკში არსებული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის კეთილმოწყობა, რის შედეგადაც სრულიად განახლდა ღამისსათევი ბუნგალოები და კეთილმოეწყო ალესილების მონაკვეთზე არსებული გადმოსახედი.