წიგნის პრეზენტაცია

ლაგოდეხის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციაში საბავშვო წიგნის „თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში“ პრეზენტაცია გაიმართა. წიგნის ავტორები ორგანიზაცია „GLEN-GECO“-ს პროგრამის მოხალისეები - ემანუელ შევალიე, ჯულია ბიოტგერი და რაფაელა ჰოლცერი არიან, რომლებიც გამოცდილების გაზიარების მიზნით ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე 3 თვის განმავლობაში იმყოფებოდნენ.

წიგნი ქართულ და ინგლისურ ენებზე გამოიცა. იგი შემეცნებითი ხასიათისაა ხელს უწყობს სკოლამდელი ასაკის ბავშვების ბუნებასთან დაახლოებას. მასში მოთხრობილია პატარა გოგონას თავგადასავალი, რომელიც ლაგოდეხში მოგზაურობს. პრეზენტაციას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს თანამშრომლები, არასამთავრობო ორგანიზაციების , ადგილობრივი მუნიციპალიტეტის, განათლების სფეროს წარმომადგენლები და სკოლის მოსწავლეები ესწრებოდნენ.

„თავგადასავალი ლაგოდეხის ტყეში“ ლაგოდეხის განვითარების ჯგუფის და ორგანიზაცია „CARE International”-ის წარმომადგენლების მხარდაჭერითა და ევროკავშირის პროგრამა „ENPARD”-ის დაფინანსებით გამოიცა.