ბიომრავალფეროვნების დღე

ბიომრავალფეროვნების დღესთან დაკავშირებით, დაცული ტერიტორიების სააგენტოში ეკოსაგანმანათლებლო კვირეული დაიწყო.

სააგენტოს საკონფერენციო დარბაზში მოსწავლე ახალგაზრდობის სასახლის სოციალურ მეცნიერებათა მიმართულების გეო-ეკოლოგიის წრის VI, VIII, IX და X კლასის მოსწავლეების კონფერენცია გაიმართა. მოსწავლეებმა წარმოადგინეს მოხსენება დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნებასა და ზოგადად ბიომრავალფეროვნების შესახებ. მონაწილეებს სამახსოვრო სერტიფიკატები და დაცული ტერიტორიების ალბომი გადაეცათ.

კვირეულის ფარგლებში, 25 მაისს ახალი უმაღლესი სასწავლებლის სტუდენტებისთვის საინფორმაციო შეხვედრა გაიმართება და ჩატარდება საჯარო ლექცია თემაზე - ,,დაცული ტერიტორიები, ბიომრავალფეროვნება და ეკოტურიზმი"