"კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“ საჯარო განხილვა

2018 წლის 16 იანვარს 12:00 საათზე, სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში (მისამართი: გულუას ქ.N6) გაიმართება ,,კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“   საჯარო განხილვა.

დაინტერესებულ პირებს შეუძლიათ გამოაგზავნონ საკონტაქტო ინფორმაცია (მიზანი: კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის“  განხილვაზე დასწრება, სახელი/გვარი, ელ.ფოსტა, ორგანიზაცია) შემდეგ ელ. მისამართზე: pr.apa.gov@gmail.com

,,კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმა“ შემუშავდა 2017 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყეების მართვას. 

კოლხეთის ეროვნული პარკისა და კაცობურის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმის პროექტი მომზადდა კოლხეთის დაცული ტერიტორიების განვითარების ფონდის დაფინანსებითა და გის და დზ საკონსულტაციო ცენტრი ,,გეოგრაფიკის“ მიერ.    

დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა  2017 წლის 1 დეკემბერს.