ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვისა და განვითარების გეგმა

წინამდებარე დოკუმენტი - ,,ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვისა და განვითარების გეგმა“ შემუშავდა 2017 წელს და მისი მიზანია ხელი შეუწყოს ნეძვის აღკვეთილის ტყეების მართვას და სამეურნეო ღონისძიებების დაგეგმვას. 

გთხოვთ, განთავსებიდან 20 სამუშაო დღის ვადაში დაინტერესებულმა პირებმა მოგვაწოდეთ დოკუმენტთან დაკავშირებული შენიშვნები (არსებობის შემთხვევაში)  და წინადადებები შემდეგ მისამართზე: info@apa.gov.ge; გ. გულუას  ქ. # 6.

ნეძვის აღკვეთილის ტყის მართვის გეგმისა და განვითარების პროექტი მომზადდა სახელმწიფო საბიუჯეტო თანხებით (პროგრამა: დაცული ტერიტორიების დაცვა და რესურსების მართვა) ტენდერში გამარჯვებული კომპანიის  შ.პ.ს ,,ტყეპროექტის“ მიერ.    

დოკუმენტი დაცული ტერიტორიების სააგენტოს ვებ-გვერდზე აიტვირთა  2017 წელს, 15 დეკემბერს. 

ნეძვის აღკვეთილის კარტოგრაფია, სატაქსაციო აღწერა და ტყის მართვის გეგმა