თბილისის ეროვნული პარკის ტურისტული ინფრასტრუქტურის გახსნა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის მოადგილემ ეკატერინე გრიგალავამ, ესტონეთის ელჩთან საქართველოში კაი კაარელსონთან ერთად, თბილისის ეროვნულ პარკში, საბადურის ტყის ტურისტული ინფრასტრუქტურა ოფიციალურად გახსნა.

პროექტის ფარგლებში, საბადურის ტყეში მოეწყო საპიკნიკე, საკარვე და ცეცხლის დასანთები ადგილები. ასევე, განთავსდა საინფორმაციო დაფები. ახალი ინფრასტრუქტურა ხელს შეუწყობს თბილისის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა რაოდენობის ზრდას.

ინფრასტრუქტურა ესტონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს განვითარებისა და ჰუმანიტარული დახმარების ფონდის ფინანსური მხარდაჭერით, დაცული ტერიტორიების სააგენტომ გარემოსდაცვით არასამთავრობო ორგანიზაცია „მწვანე ბორჯომთან“ ერთად განახორციელა.