წიგნის ,,ყველაფერი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“ პრეზენტაცია

დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ვალერიან მჭედლიძე, მოადგილესთან -თომა დეკანოიძესთან ერთად, ქობულეთისა და კინტრიშის დაცული ტერიტორიების ვიზიტორთა ცენტრში იმყოფებოდა, სადაც წიგნის ,,ყველაფერი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“ პრეზენტაცია გაიმართა.

წიგნი - ,,ყველაფერი საქართველოს დაცული ტერიტორიების შესახებ“ გათვლილია პედაგოგებისთვის და სკოლის მოსწავლეებისთვის. წიგნი ილუსტრირებულია, იგი მოიცავს ინფორმაციას დაცული ტერიტორიების ადგილმდებარეობის, კატეგორიების, იქ გავრცელებული ბიომრავალფეროვნების, მათ შორის წითელი ნუსხის სახეობების შესახებ, აქვე არის  გასაფერადებელი მასალა დაცულ ტერიტორიებზე გავრცელებული ბიომრავალფეროვნების თემატიკით.

წიგნი ეტაპობრივად სხვადასხვა რეგიონის სკოლებში გავრცელდება, მისი მიზანია ხელი შეუწყოს საზოგადოების გარემოსდაცვითი ცნობიერების ამაღლებას, დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციას, გარემოსდაცვითი განათლების სფეროში საგანმანათლებლო სექტორთან მჭიდრო თანამშრომლობას. 

წიგნი დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებმა, კინტრიშის მეგობართა ასოციაციის ფინანსური მხარდაჭერით, „დაცული ტერიტორიების მხარდაჭერის პროგრამა კავკასიაში - საქართველოს” (SPPA) ფარგლებში მოამზადეს.

ღონისძიებას ქობულეთის რესურს-ცენტრებისა და  საჯარო სკოლების დირექტორები და პედაგოგები ესწრებოდნენ.