არწივის ხეობის ბუნების ძეგლი


ღირსშესანიშნაობა: არწივის ხეობის ბუნების ძეგლი წარმოადგენს ორი ობიექტისაგან შემდგარ უნიკალურ კომპლექსს. ერთი ნაწილი - კირქვიანი კლდეების კანიონია, მეორე კი მიმდებარე ტყის მონაკვეთი, სადაც მდებარეობს ხორნაბუჯის ციხე-სიმაგრე (V ს.).

კანიონში, რომელიც გამოირჩევა ლამაზი ლანდშაფტით, არაერთი მტაცებელი ფრინველი (არწივი, სვავი და სხვა) ბუდობს. ხეობის კლდოვანი ფერდობებიდან ჩაკიდებულ კლდეებზე შესაძლებელია ორბების ბუდეებისა და იშვიათი/გადაშენების პირას მყოფი მცენარეების ნახვა, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე არსად გვხვდება.
არწივის ხეობაში საფეხმვალო მარშრუტის სიგრძეა 1 კმ, რომლის გავლა შესაძლებელია 1 სთ-ში.
ხორნაბუჯის ციხეზე საფეხმავლო მარშრუტის სიგრძეა 0.5 კმ. მის გავლას 30 წუთი სჭირდება.

მდებარეობა: დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტი, ქ. დედოფლისწყაროს ჩრდილოეთით 0.5 კმ, 762 მეტრი ზღვის დონიდან.

კოორდინატები: N41 29.089 E46 05.723

მისასვლელი გზა: ბუნების ძეგლთან ყველაზე ახლომდებარე მსხვილი დასახლებული პუნქტია ქ. დედოფლისწყარო. თბილისიდან დედოფლისწყარო დაშორებულია 130 კმ-ით; ხანგრძლივობა - 2 სთ;
ქ. დედოფლისწყარო - არწივის ხეობის ბუნების ძეგლი  - 0,5 კმ; ხანგრძლივობა - 10 წთ;

ღამისთევა: ღამის გასათევად ყველაზე ოპტიმალური ვარიანტია ქ. დედოფლისწყაროში დარჩენა, სადაც შესაძლებელია სასტუმროში გაჩერება.

საკონტაქტო ინფორმაცია: ვაშლოვანის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაცია
ტელ:  577 10 18 50
ელ-ფოსტა:  info@apa.gov.ge / mpirosmanishvili@apa.gov.ge

ფოტოგალერეა

https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com