ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება

 

ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება გამოირჩევა უნიკალური ფლორით. აქ აღრიცხულია უმაღლესი მცენარეების 733 სახეობა - გვიმრანაირევი - 41, შიშველთესლოვნი - 1 და ყვავილოვანი - 691 (ერთლებნიანების 134 და ორლებნიანების 557 სახეობა).

ბაწარას ნაკრძალი უნიკალური უთხოვრიანებითაა ცნობილი, ხოლო ბაბანეურის ნაკრძალი - ძელქვის ვრცელი კორომით. ბაწარასა და ბაბანეურის ეკოსისტემები მნიშვნელოვანი საკონსერვაციო ადგილია, ბუნებრივი წარმოშობისაა და მოიცავს დიდ ფართობს, რაც იშვიათ ნიმუშს წარმოადგენს მსოფლიო ეკოსისტემებში.

ბაბანეურის სახელმწიფო ნაკრძალში ფართობის 28,2% ძელქვის კორომებს უკავია, ქართული მუხის ტყეს - 8%, რხცილნარს - 43,4%, ხოლო წიფლნარს კი 12,8%. ფართობის დანარჩენი, 7,8% ჭალის ტყეებითა და ბუჩქნარებით არის დაფარული.

მცენარეული საფარით მდიდარი ბაწარა-ბაბანეურის დაცული ტერიტორიების ეკოსისტემა მრავალი ნადირ-ფრინველის საბინადრო გარემოა. ამ ტერიტორიებზე აღსანიშნავია მტაცებელი ცხოველებისა და ფრინველების სიმრავლე.

ფლორა

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე მცენარეულობა წარმოდგენილია მრავალფეროვანი სახეობებით. ტყეებში ძირითადად გვხვდება: წიფელი, წაბლი, რცხილა, მურყანი, ქართული მუხა, თელით და ნეკერჩხალით, იფანი, ცაცხვი, უთხოვარი, ძელქვა, ლაფანი, ჭალის მუხა და სხვა სახეობები.

ბაწარას სახელმწიფო ნაკრძალის ფართობის 68% წიფლის ტყეებს უკავიათ, რცხილნარს - 12.1%, წაბლის ტყეს - 4.6%, უთხოვრის დომინანტობით შექმნილ ტყეს კი - 7.8%. ჭალის ტყეებსა და ბუჩქნარებს ჯამურად 9.1% უკავიათ.ნაკრძალში ბუჩქების სახეობებიდან გვხვდება: ჯაგრხილა, თხილი, წითელი და შავი კუნელი, შინდანწლა და სხვა დასახელებები.

ბაწარას ნაკრძალში უთხოვრების უალამაზესი ეკოსისტემების გარდა წარმოდგენილია ხელუხლებელი წიფლნარი და მურყნარი. მდინარე ბაწარას სათავეში მაღალი მთის ბოკვის ულამაზესი კორომებია. მესამეული პერიოდის კავკასიურ-ირანულ ენდემს, დენდროფლორის რელიქტის - ძელქვის კორომს ნაკრძალის ფართობის 750 ჰა უკავია.მდ. ილტოს ხეობა კი გამოირჩევა კარგად შემონახული წიფლნარით.

ნაკრძალის ტყის საბურველს ქმნის: რცხილა, ქორაფი, ცაცხვი, ქართული მუხა და ზოგიერთი სხვა სახეობის ხეები.

ქვეტყეში წარმოდგენილი სახეობებია: შინდი, ჩვეულებრივი თხილი, წითელი კუნელი და წერწა.

საქართველოს „წითელი ნუსხი“-ს მცენარეები

ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიაზე საქართველოს "წითელი ნუსხის" 9 მცენარის სახეობაა გავრცელებული: კოლხური ბზა (Buxus colchica Pojark), წაბლი (Castanea sativa Mil), კაკალი (Juglans regia L), ლაფანი (Pterocarya pterocarpa (Michx) Kunth), ჭალის მუხა (Quercus pedunculiflora K. Kock), თელადუმა (Ulmus glabra Huds), ჩვეულებრივი თელა (Ulmus minor Mill), ძელქვა (Zelkova carpinifolia Pall) და უთხოვარი (Taxus baccata L).

ენდემები და რელიქტები

ბაწარასა და ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე აღსანიშნავია მესამეული პერიოდის შემორჩენილი კავკასიურ-ირანული დენდროფლორის რელიქტები - უთხოვრისა (Taxus baccata) და ძელქვის (Zelcova caprinifolia) კორომები. სულ გამოვლენილია 83 კავკასიის ენდემური მცენარე, მათგან 2 სახეობა გვიმრანაირია, ხოლო დანარჩენები ყვავილოვანი. (აქ გვხვდება მაგალითად პასტუხოვის სურო) (Hedera pastuchowii), (Ranunculus caucasicus), (Draba hispida).

ფაუნა

ბაწარასა და ილტოს დაცულ ტერტორიაზე გავრცელებულია საშუალო და მსხვილი ძუძუმწოვარები: შველი, არჩვი, გარეული ღორი, მურა დათვი, მგელი, ფოცხვერი, ტურა, მელა, მაჩვი, ქვის კვერნა, ტყის კვერნა, გარეული კატა, და სხვ. გასულ წლებში ილტოს აღკვეთილში ირმის რამოდენიმე ეგზემპლარი გამოჩნდა. ასევე გვხვდება კავკასიური ციყვი და რადეს ბიგა (Sorex raddei).

დაცულ ტერტორიაზე დაფიქსირებულია 60-მდე ორნიტოფაუნის წარმომადგენელი. აღრიცხული სახეობებიდან ბაწარა-ბანაეურისა და ილტოს მკვიდრი ბინადრები არიან: ქედანი, ჩხართვი, შაშვი, ყორანი, ჩიტბატონა, რამდენიმე სახეობის კოდალა და კიდევ მრავალი სახეობის პატარა ფრინველი.

აღსანიშნავია დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილი მტაცებელი ფრინველების სიმრავლე. აქ გვხვდება: ბატკანძერი, ორბი, სვავი, კირკიტა, ქორი, მიმინო, მთის არწივი და სხვ.

ამფიბიებიდან გვხვდება 7 სახეობა, მათ შორის: კოლხური გომბეშო, ჩვეულებრივი ვასაკა, მწვანე გომბეშო, მცირეაზიური ბაყაყი და სხვ.

ქვეწარმავლებიდან წარმოდგენილია 14-მდე სახეობა. მათ შორისაა: ხვლიკის სამი ენდემური სახეობა - კავკასიური ხვლიკი, მდელოს ხვლიკი და ართვინი, ასევე გვხვდება ხმელთაშუაზღვის კუ. რეპტილიების სხვა სახეობებიდან აღსანიშნავია კავკასიური გველგესლა. მდ. ილტოში და მდ. ბაწარაში (მის შენაკადებშიც) კი გავრცელებულია კალმახი.

საქართველოს "წითელი ნუსხის" ცხოველები

იშვიათი და გადაშენების პირას მყოფი სახეობებიდან ბაწარა-ბაბანეურის დაცულ ტერიტორიებზე წარმოდგენილია: კავკასიური ციყვი, მურა დათვი, წავი (Lutra lutra), ფოცხვერი და სხვ.

ამ ტერიტორიებზე მობინადრე იშვიათ ფრინველებს წარმოადგენენ გლობალურად მნიშვნელოვანი სახეობები: მთის არწივი (Aqula crysaetos), ფასკუნჯი (Neophron perncopterus), სვავი (Aegypius monachus), ორბი (Gyps fulvus), ბუკიოტი (Aegolius funereus), ბუხრინწა (Aegolius funereus) და შავი ყარყატი (Ciconia nigra).

ენდემური ცხოველები

ბაწარა-ბაბანეურის ტერიტორიებზე კავკასიის ენდემური წვრილი ძუძუმწოვრების 11 სახეობაა გავრცელებული, მათგან აღსანიშნავია: რადეს ბიგა (Sorex raddei), შავი ვირთაგვა (Rattus rattus), მეჰელის ცხვირნალა (Rhinolophus mehelyi), გიგანტური მეღამურა (Nyctalus leisleri) და სხვა.

ქვეწარმავლებიდან ენდემური 5 სახეობაა წარმოდგენილი: ხმელთაშუაზღვის კუ (Testudo greaca), მდელოს ხვლიკი (Darevskia praticola), ჭაობის კუ (Emys orbicularis), ზოლიანი ხვლიკი (Lacerta strigata) და დინიკის გველგესლა (Vipera Dinikii).

ფრინველებიდან კი აღსანიშნავია კავკასიური ყარანა (Phylloscopus lorenzii).

 






https://karyaharapanmukti.desa.id/ https://desategalsari.id/ https://desatanjungmedang.id/ https://stksteakhouse.com/ https://enpa.org/ https://www.trindadedosul.rs.gov.br/ https://ayamjpterbaru.com https://cupangjp7.com https://istanapetirutara.com