ერუშეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნება

ერუშეთის ეროვნული პარკის ბიომრავალფეროვნების გამორჩეულობას უპირველესად განსაზღვრავს მისი გარდამავალი ბიოგეოგრაფიული მდებარეობა  კოლხეთის ტენიან მთებს, მცირე კავკასიონის ზომიერ ცენტრალური ნაწილსა და ჯავახეთის კონტინენტურ ზეგანს შორის. ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე გავრცელებულია უნიკალური სახეობათა შემადგენლობის მქონე ტყეები, ბუჩქნარები და ბალახეული თანასაზოგადოებები, რომელთა შემადგენლობაში  სამივე აღნიშნული ბიოგეოგრაფიული ერთეულის ელემენტი მონაწილეობს; ასეთია: სამხრეთ კავკასიური ტიპის ნაძვნარები (Picea orientalis) და ნაძვნარ-სოჭნარები (Abies nordmanniana).

 

ერუშეთის ეროვნული პარკის ტერიტორიაზე კარგადაა გამოხატული შემდეგი სარტყლები:  

  • უროიანი სტეპების, მთის ქსეროფიტების (900-1300მ) და ფართოფოთლოვანი ტყის (1300-1900მ) სარტყელი;  
  • სუბალპური სარტყელი (1850- 2400(2500 მ) არყნარებით (Betula litwinowii), ჭნავით (Sorbus caucasigena, მდგნალით (Salix caprea), მაღალმთის მუხნარებით (Quercus macranthera), ნაძვნარებითა (Picea orientalis) და სუბალპური მდელოებით;  
  • ალპური სარტყელი (2500-2950 მ) მაღალმთის მდელოების სხვადასხვა ვარიანტებით მარცვლოვან-ნაირბალახოვანი, მარმუჭიანი (Alchemilla erythropoda), ძიგვიანი (Nardus stricta) და ალპური ხალებით (Campanula aucheri, Carum caucasicum).

ერუშეთის ეროვნული პარკი ნაძვის გავრცელების უკიდურესი სამხრეთ-აღმოსავლეთი საზღვარია; თითქმის იგივე ითქმის სუბალპური არყნარებსა და დეკიანზე, ასევე, ორიგინალური სახეობრივი კომპოზიციით გამოირჩევიან - მუხნარების, წიფლნარების და ფიჭვნარების  თანასაზოგადოებები.

ტყის საფარი დაცულ ტერიტორიაზე ტყეები საკმაოდ დიდ ფართობზეა გავრცელებული. გამოიყოფა მთის შუა, ზედა და სუბალპური ტყეების სარტყელი

  • ზღვის დონიდან 900-1500 მეტრამდე ფართოფოთლოვანი ტყის სარტყელში წარმოდგენილია ქართული მუხის (Quercus iberica), მაღალმთის მუხის (Quercus macranthera), რცხილის (Carpinus caucasica), უხრავის (Ostrya carpinifolia), თელას (Ulmus minor) და ფიჭვის (Pinus kochiana) ტყის ფორმაციები.
  • .. 1200-2000 -ზე წიფლნარ-მუხნარ-რცხილნარი, მაღალმთის მუხნარი საკმაოდ დიდ ფართობებზე, და მუქწიწვიანი ნაძვის და ფიჭვის ტყის ფორმაციები. იშვიათად თანამონაწილეობს სოჭი (Abies nordmaniana). მესხეთში წიფელი ტყეები ქმნის ცალკეულ ცენოზებს, ძირითადად რცხილასთან (Carpinus caucasica) და მუხებთან (Quercus iberica, Quercus macranthera) ერთად.
  • .. 2000-2400 -ზე ტყეებს ქმნის მეჩხერი და ტანბრეცილი არყნარი (Betula litwinowii, Betula pendula), მაღალმთის მუხა (Querqus macranthera) და შერეული წიფლნარი (Fagus orientalis). ამავე სარტელში ფრაგმენტულად გაბნეულია ცირცელი (Sorbus aucuparia) და ფიჭვი (Pinus kochiana). უხრავის ტყე (Ostrya carpinifolia) გვხვდება მესხეთის აღმოსავლეთ და სამხრეთ აღმოსავლეთ ნაწილში ახალციხის ქვაბულამდე. მისი გავრცელების ოპტიმუმია ტყის ზონის შუა სარტყელი საკმაოდ დიდ კორომებს ქმნის ახალციხის ტყეებსა და ურაველის ხეობაში (შეთეკაური, ჭელიძე, 2016).

ერუშეთის ეროვნული პარკის მცენარეულობის მრავალფეროვნებას, ასევე, ქმნის მაღალმთის ნაირგვარი მდელოები და მდელოსებრი სტეპები.

 

ფლორა

 მესხეთ-ჯავახეთიდან აღრიცხულია 1652 სახეობა, 561 გვარი და 131 ოჯახი. აქედან მესხეთ-ჯავახეთისათვის საერთოა 843 სახეობა, საკუთრივ მესხეთზე მოდის 481 სახეობა, ხოლო ჯავახეთზე- 336 სახეობა. საკუთრივ მაღალმთის ფლორის (ზ.დ. 1700 მ-ზე ზემოთ) სიმდიდრე შეადგენს 668 სახეობას. 

საქართველოს “წითელ ნუსხის” ხე-მცენარეებიდან, გარდა რელიქტური მაღალმთის მუხისა (Quercus macranthera), რომელიც საკმაოდ ფართოდაა გავრცელებული პარკის ტერიტორიაზე, მთის ზედა სარტყლებში, აღსანიშნავია, ასევე, უხრავი (Ostrya carpinifolia), რომლის ტყის ფრაგმენტები გვხვდება ურაველის ხეობაში. ეროვნული პარკის ტერიტორიაზე, ასევე, გვხვდება საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილი  ხე-მცენარეები - პატარა თელადუმა (Ulmus minor Mill.) და კაკალი (Juglans regia L.).

 

ფაუნა

ერუშეთის მთიანეთზე დღეისთვის ვხვდებით 16 სახეობის თევზს, 5 სახეობის ამფიბიას, 15 სახეობის ქვეწარმავალს, 108 სახეობის ფრინველსა და 45 სახეობის ძუძუმწოვარს

 

"წითელი ნუსხის" სახეობები" 

ერუშეთის ეროვნული პარკის ფაუნიდან აღსანიშნავია „წითელ ნუსხის” შემდეგი  სახეობები:

  • ფოცხვერი (Lynx lynx), დათვი (Ursus arctos); კავკასიური ციყვი (Sciurus anomalus), წავი (Lutra lutra);
  • ბექობის არწივი (Aquila heliaca), მთის არწივი (Aquila chrysaetos), ბატკანძერი (Gypaetus barbatus), ორბი  (Gyps fulvus), ფასკუნჯი (Neophron percnopterus); წითელი იხვი (Tadorna ferruginea); კავკასიური როჭო (Lyrurus mlocosiewiczi), რომელიც კავკასიის ენდემური სახეობაა. 
  • ნაკადულის კალმახი (Salmo trutta fario)
  • დარევსკის გველგესლა (Vipera darevskii), რომელიც კავკასიის ენდემური სახეობაა. 
  • ევროპული მაჩქათელა (Barbastella barbastellus)
  • ნერინგის ბრუცა (Nannospalax nehringi ), ნაცრისფერი ზაზუნელა (Cricetulus migratorius), ამიერკავკასიური ზაზუნა (Mesocricetus brandti);
Slot Dana Slot Luar Negeri Slot Maxwin Slot Thailand Slot Thailand Slot777 Slot777 AyamJP Login Resmi AYAMJP Robopragma Robopragma Robopragma Robopragma CUPANGJP CUPANGJP https://thailand.undar.ac.id/ https://slot777.simak.undar.ac.id/ https://undar.ac.id/thailand/ Slot777