ქობულეთის დაცული ტერიტორიების ბიომრავალფეროვნება

  

ფლორა

ისპანი II (ქობულეთის აღკვეთილი) მსოფლიო მნიშვნელობის უნიკალური პერკოლაციური გუმბათისებრი ჭაობია, რომელიც მხოლოდ წვიმის წყლით საზრდოობს. ჭაობის საერთო ფონს ტორფის ხავსები ქმნიან : სფაგნუმის სახეობები, ე.წ. "იმერული ისლი", თეთრი რინხოსპორა, კავკასიური რინხოსპორა, ტორფის ისლი, წყლის სამყურა, მრგვალფოთოლა დროზერა და ზოგიერთი სხვა.

ამ მცენარეთა უმეტესობა ჩრდილოური (ბორეალური) წარმოშობისაა მათ კოლხეთში მეოთხეული პერიოდის გამყინვარების ეპოქებში შემოაღწიეს.

აქაურ ტორფიან ჭაობებში იზრდებიან კოლხური მცენარეები: შქერი, იელი, ეკალღიჭი და სხვ.

საქართველოს „წითელი ნუსხის" სახეობები

ქობულეთის აღკვეთილში გვხვდება იშვიათი და გადაშენების პირას მისული სამეფო გვიმრა (ოსმუნდა რეგალის).

ფაუნა

ქობულეთის დაცული ტეროტორიები წყლის გადამფრენ ფრინველთა სახეობების მრავალფეროვნებით გამოირჩევა. ეს ადგილები განსაკუთრებულად მდიდარია მცენარეთა სახეობებით. ძუძუმწოვრებიდან აქ ბინადრობენ: ტურა, წავი, ლელიანის კატა, მაჩვი, ნუტრია. კურდღელი, ბუჩქნარის მემინდვრია, მინდვრის თაგვი და სხვა.

ამფიბიებიდან: კასპისა და ჭაობის კუ, ჩვეულებრივი გომბეშო, მწევანე ბაყაყი, ჩვეულებრივი ვასაკა და სხვა, ხოლო რეპტილიებიდან კი – წყლის ანკარა, ჩვეულებრივი ანკარა, ბოხმეწა, გველხოკერა, ზოლიანი ხვლიკი, ჩვეულებრივი ტრიტონი და სხვა.

თევზებიდან არხებში ქარიყლაპია, კარასი, ქორჭილა და მდინარის გველთევზა გვხვდება.

საქართველოს „წითელი ნუსხი“-ს სახეობები

იშვიათ და გადაშენების პირას მყოფი ცხოველებიდან აღსანიშნავია წავი (Lutra lutra ). რაც შეეხება ფრინველებს აქ მრავლად ვხვდებით, როგორც საქართველოს „წითელ ნუსხაშია" შეტანილი (5 სახეობა: Savi yaryati; mcire kirkita; beqobis arwivi; TeTrkuda arwivi; didi myivana arwivi), ასევე ევროპის მასშტაბით (28 სახეობა) იშვიათ და გადაშენების პირას მყოფ სახეობებს, ასეთებია: ოქროსფერი კვირიონი,ალკუნი, მცირე ჩვამა, ყვითელი ყანჩა, ივეოსი, შავი ყარყატი და სხვ.

გარდა ამისა, აქ გლობალური საფრთხის წინაშე მყოფი ფრინველების 7 სახეობაა წარმოდგენილი, მაგალითად: ველის ძელქორი, მცირე კირკიტა, ველის პრანჭია, დიდი ჩიბუხა, ღალღა და სხვ.