კინტრიშის დაცული ტერიტორიები
კინტრიშის დაცული ტერიტორიები აჭარის ავტონომიურ რესპუბლიკაში, ქობულეთის მუნიციპალიტეტში მდებარეობს. მისი ადმინისტრაცია ქობულეთში, ვიზიტორთა ცენტრი კი სოფ. ცხემვანში, ადმინისტრაციიდან 24 კმ-შია განლაგებული.
ადმინისტრაცია: ქ. ქობულეთი, აღმაშენებლის #271
ვიზიტორთა ცენტრი: ქობულეთის მუნიციპალიტეტი, სოფ. ცხემვანი
რელიქტური ტყეებითა და მცენარეთა ენდემური სახეობებით გამორჩეული ტერიტორია ვიზიტორებს 2, სხვადასხვა სირთულის მარკირებულ და კეთილმოწყობილ მარშუტს, "თამარის თაღოვანი ხიდის" 1-დღიან საფეხმავლო და "უთხოვარის და ტბა ტბიყელის" 2-დღიან საფეხმავლო და საცხენოსნო ბილიკს სთავაზობს.
ადგილზე შეგიძლიათ იქირაოთ:
- კარავი -10 ლარი;
- პარალონი - 3 ლარი;
- საძილე ტომარა - 5 ლარი;
- ზურგჩანთა -5 ლარი;
- ცხენი - 50 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 30 ლარი;
- საპიკნიკე ადგილი - 1 მაგიდა - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისთვის - 10 ლარი;
- საკარვე ადგილი - 1 ადამიანი - 5 ლარი.
- რეკრეაციული თევზჭერა 1 ადამიანი / 2-3 სთ 35 ლარი
თამარის თაღოვანი ხიდისა და ბზის კორომის ტური ხორცილდება მთელი წლის განმავლობაში, ხოლო უთხოვარი და ტბა ტბიყელის ტური აპრილიდან ნოემბრამდე.
შენიშვნა: სოფ. ცხემვანიდან ხინომდე გადაადგილება შესაძლებელია მხოლოდ მაღალი გამავლობის ავტომანქანით.
განთავსება
- ღამისთევა ტურისტულ თავშესაფარში, სოფ. ცხემვანი: 1 ადამიანი - 15 ლარი; სკოლის მოსწავლეებისა და სტუდენტებისათვის - 10 ლარი.
დეტალური ინფორმაციისათვის მიმართეთ:
ნანა ნოღაიდელი, ვიზიტორთა მომსახურების სპეციალისტი ტელ: 577 59 21 12, ელფოსტა: kintrishis@gmail.com
როგორ მოვხვდეთ დაცულ ტერიტორიებზე
რეგიონის ღირსშესანიშნაობები
გვიპოვეთ Google Maps-ზე