1 აპრილიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება
1 აპრილიდან საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე შესასვლელი ბილეთის ფასები იცვლება
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ძირითად ამოცანას წარმოადგენს ქვეყნის უნიკალური ბუნებრივი მემკვიდრეობის დაცვა და განვითარება.
სააგენტოს შემოსავლები, ერთი მხრივ, მიმართულია ბუნების დაცვის ღონისძიებებისკენ — ეკოსისტემების აღდგენა, ბიომრავალფეროვნების მონიტორინგი, ინფრასტრუქტურის მოვლა-პატრონობა და უსაფრთხოების უზრუნველყოფა. მეორე მხრივ, აქტიურად ხორციელდება ეკოტურიზმის განვითარება, არსებული ინფრასტრუქტურის რეაბილიტაცია და ახალი ტურისტული ობიექტების მოწყობა, რათა საქართველოს დაცული ტერიტორიები კიდევ უფრო მეტად უახლოვდებოდეს საერთაშორისო სტანდარტებს და ვიზიტორებს უსაფრთხო და კომფორტული გარემო შესთავაზოს.
ეკოტურიზმის განვითარება, თანამედროვე სტანდარტების დანერგვა და ინფრასტრუქტურის გაუმჯობესება, საექსპლუატაციო ხარჯების ზრდასთან არის დაკავშირებული. სააგენტოს საქმიანობის შემდგომი გაძლიერების მიზნით, განხორციელდა ბილეთების ფასების განახლება
ამასთანავე, ვიზიტორთა ინტერესებისა და ხელმისაწვდომობის გაზრდის მიზნით, ემატება „კომბო ბილეთები“, რომლის მეშვეობითაც სტუმრებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი ბილეთის ფარგლებში, უფრო ეკონომიურად მოინახულონ სხვადასხვა ლოკაცია. აღნიშნული სიახლე გაამარტივებს მოგზაურობის დაგეგმვას და ერთიან ფასში რამდენიმე ტურისტული ობიექტის მონახულების შესაძლებლობას შექმნის.
ფასების შესახებ ინფორმაცია, გთხოვთ იხილოთ აღნიშნულ ბმულზე: shorturl.at/M1Qqz
