ტანას აღკვეთილში, 10 986 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს
ტანას აღკვეთილში, 10 986 ჰა ფართობზე, საზღვრების სადემარკაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
ზუსტი საზღვრების დადგენა შესაძლებლობას მისცემს ადგილობრივ მოსახლეობას საკუთრებაში დაირეგისტრირონ და სურვილისამებრ განკარგონ ის მიწის ნაკვეთები, რომლებიც დაცული ტერიტორიების შექმნის შედეგად პარკის საზღვრებში მოექცა.
დემარკაციის დროს, დაცული ტერიტორიების საზღვრებიდან იმიჯნება კერძო საკუთრებაში არსებული მიწის ნაკვეთები, მოქმედი საკულტო ნაგებობები, ელექტროგადამცემი ხაზების ანძები და სხვა ისეთი ინფრასტრუქტურული ობიექტები, რომლებიც დაცული ტერიტორიისთვის დამახასიათებელი არ არის.
სადემარკაციო სამუშაოები ტარდება ყოველი ახალი დაცული ტერიტორიის შექმნის ან არსებული ტერიტორიის გაფართოების შემდეგ.
ტანას აღკვეთილი, შიდა ქართლში, გორის მუნიციპალიტეტში 2023 წელს დაარსდა.
