ტერიტორიული ადმინისტრაცია
2026 წლის მონაცემებით, IUCN-ის კრიტერიუმების მიხედვით, საქართველოში 6 სხვადასხვა კატეგორიის 112 დაცული ტერიტორიაა, კერძოდ: 14 სახელმწიფო ნაკრძალი, 17 ეროვნული პარკი, 45 ბუნების ძეგლი, 27 აღკვეთილი, 7 დაცული ლანდშაფტი და 2 მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორია. აქედან, დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულია 104 დაცული ტერიტორია, დაცული ლანდშაფტებისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიების მართვაზე პასუხისმგებელნი არიან ადგილობრივი მუნიციპალიტეტები. დღეს საქართველოს დაცული ტერიტორიების ფართობი შეადგენს 1 066 175 ჰექტარს, რაც, ქვეყნის საერთო ფართობის დაახლოებით15.3%-ია.
სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოს მართვას დაქვემდებარებულ დაცულ ტერიტორიებს 26 ტერიტორიული ადმინისტრაცია მართავს.