დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში COITM 2026 მიიღო მონაწილეობა
დაცული ტერიტორიების სააგენტომ ჩინეთის დედაქალაქ პეკინში საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაში COITM 2026 მიიღო მონაწილეობა.
გამოფენის ფარგლებში, საერთაშორისო აუდიტორია გაეცნო საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო შესაძლებლობებს; განსაკუთრებული ინტერესი გამოიწვია ვირტუალური რეალობის სათვალეების საშუალებით საქართველოს ეროვნული პარკების გაცნობის შესაძლებლობამ.
სამი დღის განმავლობაში გამოფენამ ტურიზმის სფეროს საერთაშორისო წარმომადგენლებს უმასპინძლა. ღონისძიების ფარგლებში გაიმართა პრეზენტაციები, პანელური დისკუსიები და B2B შეხვედრები, რაც ხელს უწყობდა პროფესიული კავშირების დამყარებასა და სამომავლო თანამშრომლობის შესაძლებლობების განხილვას.
ჩინეთის ტურისტულ ბაზარზე საქართველოს ეროვნული პარკების პოპულარიზაცია ხელს შეუწყობს ქვეყნის ეკოტურისტული პოტენციალის შესახებ ცნობადობის ამაღლებას, საერთაშორისო პარტნიორობის გაღრმავებასა და საერთაშორისო ვიზიტორების მოზიდვას.
