დაცული ტერიტორიების სააგენტომ მაჭახლობის სახალხო დღესასწაულში „მაჭახლობა 2026“ მიიღო მონაწილეობა

დაცული ტერიტორიების სააგენტომ მაჭახლობის სახალხო დღესასწაულში „მაჭახლობა 2026“ მიიღო მონაწილეობა.
ღონისძიების ფარგლებში სააგენტომ ეროვნული პარკების საინფორმაციო სტენდი წარმოადგინა, სადაც სტუმრებს შესაძლებლობა ჰქონდათ გაცნობოდნენ საქართველოს ეროვნული პარკების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო მიმართულებებს. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო მაჭახელას ეროვნული პარკის უნიკალურ ბიომრავალფეროვნებას, რომელიც ვიზუალური და ტექსტური მასალებით იყო წარმოდგენილი.
მაჭახელას ეროვნული პარკი უნიკალური ბუნებით გამორჩეული დაცული ტერიტორიაა საქართველოში, რომელიც დაცული ტერიტორიების სისტემისა და მიმდებარე მოსახლეობის ჰარმონიულად თანაცხოვრების თვალსაჩინო მაგალითია.