დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის ინფოტური გაიმართა
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე მედიის წარმომადგენლებისთვის ინფოტური გაიმართა.
ინფოტურის ფარგლებში, მონაწილეებმა დაათვალიერეს ჯავახეთის ეროვნული პარკი, მადათაფას და ბუღდაშენის ტბები და თეთრობის აღკვეთილი. ტურის მონაწილეებს შესაძლებლობა ჰქონდათ, ადგილზე გაცნობოდნენ დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას და დაკვირვებოდნენ ჯავახეთის ტბებზე მობინადრე და გადამფრენ ფრინველებს.
ტურის შედეგად მომზადებული მასალები სხვადასხვა მედიასაშუალებით გავრცელდება და ფართო საზოგადოებას ჯავახეთის დაცული ტერიტორიების უნიკალურ ბუნებრივ გარემოსა და ტურისტულ შესაძლებლობებს გააცნობს.
მიმდინარე პერიოდში ჯავახეთის დაცულ ტერიტორიებზე ფრინველების სეზონური მიგრაცია მიმდინარეობს, რის გამოც რეგიონში განსაკუთრებით საინტერესოა სხვადასხვა სახეობის ფრინველებზე დაკვირვება. ჯავახეთის ტბები მნიშვნელოვანი ჰაბიტატია როგორც ადგილობრივი, ისე გადამფრენი ფრინველებისთვის და ფრინველებზე დაკვირვების მიმართულებით რეგიონს მნიშვნელოვანი ტურისტული პოტენციალი აქვს.
მედიისთვის ინფოტურის ორგანიზება მიზნად ისახავდა საქართველოს დაცული ტერიტორიების, მათ შორის ნაკლებად ცნობილი მიმართულებების პოპულარიზაციას, ეკოტურიზმისა და ფრინველებზე დაკვირვების ტურიზმის განვითარებას და შიდა ტურისტული პოტენციალის წარმოჩენას.
