დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მტირალას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით მტირალას ეროვნული პარკის ტყის მართვის გეგმის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართება
თარიღი: 2026 წლის 22 სექტემბერი
დრო: 14:00 საათი
ადგილი: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი, ორთაბათუმის ადმინისტრაციული ცენტრი (https://maps.app.goo.gl/nPrmdrBvDGGrBJJ7A)
ინტრიშისა და მტირალას დაცული ტერიტორიების ფარგლებში არსებული ტყის ინვენტარიზაციის სამუშაოები, დაცული ტერიტორიების სააგენტოს ინიციატივით, 2025 წელს განხორციელდა შპს „გის და დზ საკონსულტაციო ცენტრ „გეოგრაფიკის“ მიერ.
შენიშვნებისა და კომენტარების წარმოდგენა შესაძლებელია 2026 წლის 15 სექტემბრამდე.
დამატებითი ინფორმაციისთვის, გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ტყის პოლიტიკის დეპარტამენტის თანამშრომელს ზურაბ ჯანიაშვილს:
ტელ: 577 07 24 68
Mail: zurabi.janiashvili@mepa.gov.ge
განსახილველად წარმოდგენილი დოკუმენტაცია: ბმული
