დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა

დაცული ტერიტორიების სააგენტოს ორგანიზებით, პროექტის „ვიცავ ჩემი ქვეყნის ბუნებას“ ფარგლებში, კონკურსის „დაცული ტერიტორიები და კლიმატის ცვლილება“ გამარჯვებულთა დაჯილდოების ღონისძიება გაიმართა.
კონკურსში მონაწილეობა ქვეყნის სხვადასხვა რეგიონიდან, დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებმა მოსწავლეებმა მიიღეს. მათ წარმოადგინეს ესეები, ნახატები, ფოტოები და პოსტერები, რომლებიც ასახავდა ბუნების დაცვის მნიშვნელობასა და კლიმატის ცვლილების მიმართ მათ ხედვას.
გამარჯვებულები გამოვლინდნენ იმერეთის, გურიის, კვერეთის, რაჭისა და მარტვილის დაცული ტერიტორიების მიმდებარედ მცხოვრებ მოსწავლეებს შორის.
ღონისძიების დასასრულს მონაწილეებმა დაათვალიერეს ნავენახევის მღვიმე, სადაც ადგილზე გაეცნენ უნიკალურ მიწისქვეშა ბუნებრივ გარემოსა და მის მნიშვნელობას.