ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის Interreg NEXT Black Sea Basin Programme ფარგლებში მიმდინარე პროექტის Co-NatureGuard ფარგლებში, თურქეთის ქალაქ სტამბოლში სამუშაო შეხვედრა გაიმართა

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული საგრანტო პროგრამის Interreg NEXT Black Sea Basin Programme ფარგლებში მიმდინარე პროექტის Co-NatureGuard ფარგლებში, თურქეთის ქალაქ სტამბოლში სამუშაო შეხვედრა გაიმართა.

შეხვედრაზე პროექტის პარტნიორებმა განიხილეს პროექტის ძირითადი მიზნები, განხორციელების ეტაპები და სამომავლო აქტივობები. განსაკუთრებული ყურადღება დაეთმო ტყის ხანძრების მონიტორინგისა და მართვის არსებული პრაქტიკების ანალიზს, პარტნიორებს შორის კოორდინაციის მექანიზმების გაძლიერებასა და გამოცდილების გაზიარებას.

პროექტი ითვალისწინებს დაცული ტერიტორიებისთვის თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვას, მათ შორის 14 თერმული დრონის შეძენას შვიდი სამიზნე დაცული ტერიტორიისთვის, ასევე ხანძრების მართვის გეგმების შემუშავებას ექვსი დაცული ტერიტორიისთვის - თუშეთის, ფშავ-ხევსურეთის, ვაშლოვანის, კოლხეთის, ალგეთისა და ჭაჭუნას დაცულ ტერიტორიებზე.

Co-NatureGuard პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ასევე სხვადასხვა ტრენინგის, სემინარისა და კონფერენციის ორგანიზება, რაც ხელს შეუწყობს დაცულ ტერიტორიებზე ტყის ხანძრების პრევენციისა და მართვის შესაძლებლობების გაძლიერებას.