კვერეთის აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება
კვერეთის აღკვეთილის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი ცხადდება
კონკურსისთვის „ტრადიციული მეღვინეობის განვითარების ხელშეწყობა“ განაცხადების მიღება დაიწყო. კონკურსი 3 ეტაპად განხორციელდება.
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფლების ორღულის, დრბოს, სპეთის, სავანის, ჩიხის, სხვიტორისა და კვერეთის მკვიდრ მოსახლეობას.
კონკურსის მიზანია ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური შესაძლებლობების განვითარება კვერეთის აღკვეთილის ბიომრავალფეროვნების დაცვასა და ბუნებრივი რესურსების მდგრადი გამოყენების ხელშეწყობის გზით.
კონკურსი ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის - „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში. პროექტი ხორციელდება გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების ფედერალური სამინისტროს (BMZ) და გერმანიის რეკონსტრუქციის საკრედიტო ბანკის (KfW) ფინანსური მხარდაჭერით.
კონკურსის I ეტაპი გაიმართება მიმდინარე წლის 10 ივლისს, 12:00 საათზე, საჩხერის საკრებულოს შენობაში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 9 ივლისი; ი. გომართელის ქ. N2 (კვერეთის აღკვეთილის დირექცია)
ჯამური საგრანტო ბიუჯეტი: 50 000 ლარი
მონაწილეობის პირობები და დეტალები იხილეთ კონკურსის სრულ აღწერაში: https://shorturl.at/07qxU
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ნუგზარ ჯინჯიხაძე - 599 550 605
გისურვებთ წარმატებას!
