რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი თემაზე „შინამეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ გამოცხადდა
რაჭის ეროვნული პარკის მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობისთვის საგრანტო კონკურსი თემაზე „შინამეურნეობების განვითარების ხელშეწყობა“ გამოცხადდა
კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია ონის მუნიციპალიტეტის საკაოს თემის სოფლების (საკაო, ლაგვანთა, ბორცო, მაჟიეთი, ხიდეშლები) მკვიდრ მოსახლოებას.
კონკურსი ხორციელდება დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ, პროექტის – „ბიომრავალფეროვნება და ადგილობრივი მდგრადი განვითარება საქართველოში“ ფარგლებში.
კონკურსი გაიმართება 2026 წლის 6 ივლისს, 12:00 საათზე, სოფელ საკაოს ადმინისტრაციულ შენობაში.
განაცხადების წარდგენის ბოლო ვადა: 2026 წლის 5 ივლისი, 17:00 საათი.
განაცხადები მიიღება სოფელ საკაოს ადმინისტრაციულ შენობაში.
კონკურსის ჯამური ბიუჯეტი: 15 000 ლარი.
მონაწილეობის პირობები და დეტალები იხილეთ კონკურსის სრულ აღწერაში: https://shorturl.at/KaWus
დამატებითი ინფორმაციისთვის დაგვიკავშირდით: ლამარა ბოჭორიშვილი 598 211 915
გისურვებთ წარმატებას!
