საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფოტო/ვიდეო გადაღებების ახალი წესები და ტარიფები ამოქმედდა დაცულ ტერიტორიებზე ფოტო/ვიდეო გადაღებების თანხმობის გაცემის ეფექტური სისტემა ხელს შეუწყობს როგორც ბუნების...

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფოტო/ვიდეო გადაღებების ახალი წესები და ტარიფები ამოქმედდა
დაცულ ტერიტორიებზე ფოტო/ვიდეო გადაღებების თანხმობის გაცემის ეფექტური სისტემა ხელს შეუწყობს როგორც ბუნების დაცვას, ასევე დაცული ტერიტორიების პოპულარიზაციასა და მათ მდგრად განვითარებას.
ახალი სისტემა ითვალისწინებს საქართველოს სპეციფიკას და საერთაშორისო საუკეთესო პრაქტიკას. სააგენტო პროცესში ითვალისწინებს როგორც კომერციულ ინტერესებს, ისე გარემოს დაცვის საჭიროებებს.
გაცემული თანხმობებიდან მიღებული შემოსავლები მოემსახურება დაცული ტერიტორიების შენარჩუნებას, განვითარებას, ინფრასტრუქტურის გაუმჯობესებას და ვიზიტორთა მომსახურების ხარისხის ამაღლებას.
დაცულ ტერიტორიებზე ძირითად კატეგორიებად განსაზღვრულია და შესაბამის რეგულაციას ექვემდებარება შემდეგი ტიპის ფოტო/ვიდეო გადაღებები (მათ შორის დრონით გადაღებები):
1. მცირემასშტაბიანი კომერციული ხასიათის გადაღებები
2. ფართომასშტაბიანი კომერციული ხასიათის გადაღებები
3. არაკომერციული ხასიათის გადაღებები
3.1. სოციალური, საგანმანათლებლო, სამეცნიერო ან/და სხვა არაკომერციული ხასიათის გადაღებები
3.2. ახალი ამბების და თემატური სიუჟეტების დაგეგმილი გაშუქება
3.3. სახელმწიფო ან/და საზოგადოებრივი დანიშნულების გადაღებები

საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე ფოტო/ვიდეო გადაღებების თანხმობის მისაღებად გთხოვთ წარმოადგინოთ შესაბამისი განაცხადის ფორმა (დანართი 4) და აღნიშნული ფორმით მოთხოვნილი ინფორმაცია სრულყოფილად.

გადაღებების ძირითადი კატეგორიების და ტარიფების შესახებ ინფორმაცია იხილეთ თანდართულ ფაილებში.
დანართი 1 - მცირე მასშტაბის კომერციული გადაღებების თანხმობის გაცემის წესი და ტარიფები.
დანართი 2 - ფართო მასშტაბის კომერციული გადაღებების თანხმობის გაცემის წესი და ტარიფები.
დანართი 3 - არაკომერციული გადაღებების თანხმობის გაცემის წესი.
დანართი 4 - ფოტო/ვიდეო გადაღების განაცხადი.