საქართველოს ეროვნული პარკები ლონდონში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Business Travel Show იყო წარმოდგენილი

საქართველოს ეროვნული პარკები ლონდონში, საერთაშორისო ტურისტულ გამოფენაზე Business Travel Show იყო წარმოდგენილი.
აღნიშნული ღონისძიება ტურიზმის სფეროს ერთ-ერთ მნიშვნელოვან საერთაშორისო პლატფორმას წარმოადგენს, რომელიც ყოველწლიურად ათასობით ვიზიტორს, 200-ზე მეტ მონაწილე კომპანიასა და ასეულობით საერთაშორისო ტურისტული ბაზრის წარმომადგენელს მასპინძლობს.
გამოფენის ფარგლებში, ვიზიტორებს შესაძლებლობა ჰქონდათ, გასცნობოდნენ ეროვნული პარკების ეკოტურისტულ და სათავგადასავლო შესაძლებლობებს, უნიკალურ ბიომრავალფეროვნებასა და ბუნებრივ ღირსშესანიშნაობებს.
აღნიშნულ გამოფენაზე საქართველოს ეროვნული პარკები პირველად იყო წარმოდგენილი. გამოფენას დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდა.
Business Travel Show-ზე საქართველოს ეროვნულმა პარკებმა დიდი ინტერესი გამოიწვია ეკო და სათავგადასავლო ტურიზმისა და ბუნებაში აქტიური დასვენების მოყვარულებს შორის. მსგავსი საერთაშორისო პლატფორმები მნიშვნელოვანია საქართველოს ცნობადობის გასაზრდელად, ახალი პარტნიორული კავშირების დასამყარებლად და იმ ტურისტული სეგმენტის მოსაზიდად, რომელიც ეკოტურიზმითა და მდგრადი მოგზაურობით არის დაინტერესებული